აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე- "25 თებერვალი-საბჭოთა ოკუპაციის დღე"
ლექციას უძღვებოდა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი. .
შეხვედრას პირველი,მეცხრე,მეცამეტე საჯარო სკოლის მე- 10,მე-11 კლასის მოსწავლეები და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ესწრებოდნენ.